logo
ENG



თბილისში 26 წლის კაცის მკვლელობაზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

31 ოქტ 202217:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/31/eb04q6ektqweygk.png

პროკურატურამ თბილისში 26 წლის კაცის მკვლელობაზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ოქტომბერს, თბილისში, ვაზისუბნის მე-4 მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა