თბილისი ენერჯის ინფორმაციით, თბილისში 2 914 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
კომპანიის ცნობით, გაზი არ მიეწოდება გლდანის, დიღმის, ვაკის, ნუცუბიძისა და სამგორის რაიონების ნაწილს.
როგორც თბილისი ენერჯიში ამბობენ, მიწოდება ეტაპობრივად ყველა მისამართზე აღდგება - საბოლოო ჩართვა 20:00 საათზე განხორციელდება.