logo
ENG



თბილისში 65 წლის კაცმა ცოლი მოკლა

08 ივლ 202217:11
3 წუთის საკითხავი
 
თბილისში 65 წლის კაცმა ცოლი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 65 წლის კაცმა 58 წლის ცოლი მოკლა.

უწყებაში ამბობენ, რომ კაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულს მიმდინარე წლის 8 ივლისს, შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან, რა დროსაც დაზიანება მიაყენა. ლ.ზ. ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა