თბილისში, სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა.
როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.