logo
ENG



თბილისში ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

30 ოქტ 202009:36
3 წუთის საკითხავი
 
თბილისში ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

თბილისში, ავტოგასამართ სადგურის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული კახეთის გზატკეცილზე მდებარე ავტოგასამართ სადგურ "გალფს" ყაჩაღურად თავს დაესხა, თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ თავდამსხმელი რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 


close დახურვა