თბილისში, კლუბ ოთახში გვიან ღამით დიზაინერ გიორგი მასხულიას სცემეს. როგორც ის ამბობს, თავს 3 პირი დაესხა.
ვიდეოში ის ყვება, რომ ადგილზე პოლიცია გამოიძახა, თუმცა მათ რეაგირება არ ჰქონიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პოლიციას, ჯერჯერობით, არავინ დაუკავებია.