თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს მოტოციკლი და ველოსიპედი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ველოსიპედით მოძრავმა ახალგაზრდამ გზა ჩაუჭრა ბაიკერს, რომელმაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ჯერ ველოსიპედს შეეჯახა, შემდეგ კი ხეს. ბაიკერი ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც ფორმულას შსს-ში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.