თბილისში მოზარდს ავტომობილი დაეჯახა. როგორც ცნობილია, მოზარდი ველოსიპედით გადაადგილდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ფორმულა დეტალებს კლინიკასთან აზუსტებს.
მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში - მათი განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.