logo
ENG



თბილისში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

06 თებ 202018:36
3 წუთის საკითხავი
 
5baecff6l3wl41j.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1953 წელს დაბადებული გ.მ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელი, 1986 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე - მ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან მკვლელობის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა