შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში კაცი ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლეს. შემთხვევა 8 აგვისტოს მოხდა, ინფორმაცია კი დღეს გავრცელდა.
ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.