logo
ENG



თბილისში ლიბერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

02 მარ 202012:42
3 წუთის საკითხავი
 
sv7kzv2xqvw6naz.jpg

 

დიდ დიღომში, რობაქიძის ქუჩაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, ბანკში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. ამ დროისთვის უცნობია, რა ოდენობის თანხის წაყება მოახერხეს თავდამსხმელებმა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კპდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 


close დახურვა