logo
ENG



თბილისში ლიფტის ჩამოწყვეტის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

16 ივნ 202021:47
3 წუთის საკითხავი
 
n51r4kea8cw724h.jpg

თბილისი, ბაგრატიონის ქუჩაზე (6-ა), ლიფტი ჩამოწყდა, რის შედეგადაც 4 მოქალაქე დაშავდა. დაშავებულებს შორის 1 არასრულწლოვანია.

როგორც „ფორმულას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, არასრულწლოვანს დაბეჟილობა და ნაკაწრები აღენიშნება, ერთ პირს ქვედა კიდურების მოტეხილობა, ორს კი ქვედა კიდურების ღია მოტეხილობები.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სტაციონარში გადაიყვანეს.


close დახურვა