თბილისში, შარტავას ქუჩაზე მანქანა ტროტუარზე მდგომ ბავშვს დაეჯახა. ის კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ 1 პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.