დღეს თბილისში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოფისი გაიხსნა - მას ნაციონალური მოძრაობის წევრი, სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს.
ოფისთან დაკავშირებით გუშინ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სწორედ დღეს არის "ერთიანობისა და მობილიზების დრო", ხოლო ეს ოფისი ღია იქნება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია.
"გამარჯვების ფორმულა ერთიანობაში და მუდმივ აქტიურობაშია, მხოლოდ ასე შევძლებთ პუტინის რეჟიმის გასტუმრებას. გპირდებით, საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ", - დაწერა სააკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სოფო ჯაფარიძემ 22 აგვისტოდან მიხეილ სააკაშვილის სახელით კამპანია დაიწყო - ეს ინფორმაცია მან წინა დღით დააანონსა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის სახელით საქართველოს ყველა კუთხეში ჩავიდოდა.