logo
ENG



თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კიდევ 1 პირი დააკავეს

27 აგვ 202019:40
3 წუთის საკითხავი
 
თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კიდევ 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, 1988 წელს დაბადებული პირი გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია 2 პირი: განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული გ.ზ. და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით - 1988 წელს დაბადებული ბ.ბ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ცრუ ჩვენების მიცემისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

close დახურვა