logo
ENG



თბილისში მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას 250 ოჯახი აპროტესტებს

23 მაი 202309:03
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში, ცინცაძის 58-ში აქცია გაიმართა - ადგილობრივები ამბობენ, რომ კორპუსის მშენებლობა უკანონონ იგეგმება. მათი თქმით, ეზო, სადაც კორპუსი უნდა აშენდეს მათ ეკუთვნით.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მერიამ ტერიტორია უკანონოდ გაასხვისა - ისინი ამბობენ, რომ მშენებელი კომპანია 25-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს მაშინ, როდესაც თანხმობა მხოლოდ 17 სართულზე აქვს. ადგილობრივების თქმითვე, დეველოპერულ კომპანიას არ აქვს შესაბამისი გეოლოგიური დასკვნა, სწორედ ამიტომ ისინი შიშობენ, რომ მშენებლობის დროს მათი უძრავი ქონება დაზიანდება.

"ეს მიწა ჩვენთვის უცნობ დროს ამოჭრეს, უფრო სწორად, აღარ გადმოგვცეს ჩვენ, კანონიერად ცრაც გვეკუთვნოდა და გაასხვისეს. შესაბამისად, ამ მიწაზე გასცეს ახალი ნებართვა, რომელიც არის აბსოლუტურად კანონდარღვევით. ჯერ მარტო იმიტომ, რომ გეოლოგიური დასკვნა აქვთ 17 სართულზე და 25 სართულზეა ნებართვა გაცემული", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

კომპანია დემაქს ჯგუფი ბრალდებებს უარყოფს - დირექტორის თქმით, მშენებლობა კანონიერია, მათ შორის არსებობს შესაბამისი გეოლოგიური დასკვნაც. ფორმულა დეტალებისთვის თბილისის მერიას დაუკავშირდა, უწყების პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.


close დახურვა