მკვლელობა თბილისში - ორხევში ნათლიამ ნათლული მოკლა. დანაშაულის ჩადენას წინ მკვლელსა და მოკლულს შორის შელაპარაკება უძღოდა, რაც წარსულში მათ შორის არსებულ უთანხმოებას უკავშირდება. მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებულია 1937 წელს დაბადებული მამაკაცი. როგორც "ფორუმულას" შსს-ში განუცხადეს, დაკავებული ბრალს აღიარებს და ის ჩვენებას ამ წუთებშიც აძლევს სამართალდამცველებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაზე მიმდინარეობს.