თბილისში, დავით კლდიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, არავინ დაუკავებიათ.
როგორც ფორმულას შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლებით დაიწყო.