logo
ENG



თბილისში პიტბული ქალს თავს დაესხა - დაშავებული მართვით სუნთქვაზეა

17 ივლ 202023:59
3 წუთის საკითხავი
 
5701128txfc6odd.jpg

67 წლის ქალს პიტბულის ჯიშის ძაღლი თავს დაესხა - დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა.

ინფორმაციას მომხდარის შესახებ „რუსთავი 2“ ავრცელებს - შემთხვევა 16 ივლისს, დაახლოებით 21 საათზე მოხდა.

მედიის ინფორმაციით, ქალს დაზიანებები აღენიშნება თავზე, კისერზე, კიდურებზე, მუცლის არეში - ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლი შემთხვევის შემდეგ დააძინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორმულას“ განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.


close დახურვა