ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე უბანს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მიზეზი წავკისის სატუმბო სადგურის ტერიტორიაზე გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოებია.
2 ივლისის 21 საათიდან 3 ივლისს, დილის 9 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება სოფელ ახალდაბასა და წყნეთს.