logo
ENG



თბილისში რუსული კულტურის ცენტრი გაიხსნა

19 დეკ 201914:50
3 წუთის საკითხავი
 
eqkkohm1g6xbrod.jpg

თბილისში რუსული კულტურის ცენტრი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „სოვა“ ფონდ „Русский мир“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

საიტზე მითითებულია, რომ ცენტრი, თბილისში, რუსეთის საელჩოში ფუნქციონირებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში, რუსეთის საელჩო არ ფუნქციონირებს, სავარაუდოდ, იგულისხმება რუსეთის ინტერესების განყოფილების საკონსულო სამსახური შვეიცარიის საელჩოში.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში, რუსული კულტურის ცენტრის გახსნა, რუსეთის წარმომადგენელმა პრაღის ფორმატში გრიგორი კარასინმა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედის შემდეგ დააანონსა.

თავად აბაშიძე, აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფდა და აცხადებდა, რომ მსგავსი ინიციატივა არ განიხილება.

 


close დახურვა