logo
ENG



თბილისში რუსული სპეცსამსახურებთან დაკავშირებული კიბერუსაფრთხოების სამიტი გაიმართა

07 აგვ 202621:50
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/07/t3d8onkdy3u0p1t.jpg

თბილისში, სასტუმრო „პულმანში“, 5-8 აგვისტოს რუსული კიბერუსაფრთხოების სამიტი გაიმართა, რომელშიც რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურთან (ФСБ) მჭიდროდ დაკავშირებული და დასავლეთის მიერ სანქცირებული კომპანიები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ორგანიზატორი რუსული IT-გიგანტი Softline-ია, რომელიც ФСБ-ის ლიცენზიას ფლობს და ოფიციალურად ემსახურება რუსეთის ძალოვან სტრუქტურებსა და საგარეო დაზვერვის სამსახურს (SVR). სამიტში ასევე მონაწილეობდნენ Softline-ის შვილობილი Infosecurity (რომელიც უშუალოდ ФСБ-ის დირექტორის ბრძანებით შექმნილ ცენტრთან თანამშრომლობს) და სანქცირებული Positive Technologies. ეს უკანასკნელი აშშ-ის, დიდ ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერაა შავ სიაში შეყვანილი რუსული სპეცსამსახურებისთვის ჰაკერების რეკრუტირებისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მხარდაჭერის გამო.

ორგანიზატორების თქმით, „ინტელექტუალური რეტრიტის“ მიზანი რუსული პროგრამული უზრუნველყოფის ექსპორტის პოპულარიზაცია და დასავლური ტექნოლოგიების ჩანაცვლებაა. თბილისში გამართული ღონისძიების ფარგლებში, რუსი ექსპერტები მსჯელობდნენ, შეიძლება თუ არა რუსული კიბერ-გადაწყვეტილებები ბიზნესის უსაფრთხოების საფუძველი გახდეს, რაც კრემლის მიერ დასავლური სანქციების გვერდის ავლითა და გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოებით გამოწვეული „ტექნოლოგიური სუვერენიტეტის“ ნარატივის ნაწილია.


close დახურვა