"კალაძის კიდევ ერთი კრახი და უპასუხისმგებლობის მაგალითი" - ასე აფასებენ თბილისის ისტორიულ უბანში სახლის ჩამონგრევას. ნგრევის პროცესი იმ დროს დაიწყო, როცა შენობაში მცხოვრებლები იმყოფებოდნენ. არავინ დაშავებულა, მაგრამ ადგილობრივები შიშობენ, რომ საფრთხეს არ ჩაუვლია. ცურტაველის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობა მოსახლეობის აზრით, ისტორიულ სახლებს სავალალო მდგომარეობაში აგდებს. მერიამ შენობის ჩამოშლამდე ადგილობრივებისთვის ვერ მოიცალა.