თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე #10 საჯარო სკოლასთან აღმართული დროებითი ღობე წაიქცა და გამვლელს დაეცა.
როგორც გამვლელის ახლობლები ფორმულასთან ამბობენ, ქალს თავის ტვინის შერყევა აქვს.
მათივე ცნობით, ღობე ამ ადგილას მიმდინარე რეაბილიტაციის გამო იდგა.