თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსნა. ფორუმზე დასასწრებად დედაქალაქში აზერბაიჯანის, სომხეთისა და მონტენეგროს პრემიერმინისტრები - ალი ასადოვი, ნიკოლ ფაშინიანი და დრიტან აბაზოვიჩი ჩამოვიდნენ.
მონაწილეებს შორის არიან აზიის განვითარების ბანკის ვიცეპრეზიდენტი, აზერბაიჯანის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრები, ასევე არაბეთის გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრი არიან. ღონისძიებაში მონაწილეობას სულ 60 ქვეყნის 2 000-მდე დელეგატი მიიღებს.
ფორუმის თემა არის "დღევანდელი დაკავშირებულობა - ხვალინდელი მდგრადობისთვის". განიხილავენ შუა დერეფნის მზარდ როლს, აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობის ახალ არქიტექტურასა და ტურიზმის მდგრადობას.
ამასთან, ფორუმის მთავარი თემა ელექტრონული კომერციის და ციფრული კავშირების გაღრმავება, ასევე ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკაა.
აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოში 2015, 2017 და 2019 წლებში ჩატარდა. აბრეშუმის გზის ფორუმი ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად.