logo
ENG



თბილისში ქმარ-შვილზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს

01 თებ 202010:49
3 წუთის საკითხავი
 
du1i6xcp1l3tg1e.jpg

არასრულწლოვანი შვილებისა და ქმრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით თბილისში პოლიციამ ქალი დააკავა. დაკავებული მოლდოვის მოქალაქეა.

შსს-ს ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქმარს - 1986 წელს დაბადებულ ი.პ.-ს. და არასრულწლოვან შვილებს - 2004 წელს დაბადებულ მ.შ.-ს და 2010 წელს დაბადებულ ა.შ.-ს.

გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ოჯახის წევრებზე სისტემატურად ძალადობდა.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით ორი ან მეტი არასრულწლოვნის და ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა