logo
ENG



თბილისში შაურმით 9 ადამიანი მოიწამლა

15 მარ 202115:05
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე შაურმით 9 ადამიანი მოიწამლა. აქედან 1 არასრულწლოვანია. ისინი ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ფორმულას კლინიკაში განუცხადეს, შაურმის ინტოქსიკაციით შეყვანილი ადამიანები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ამ წუთებში საშაურმეს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი ამოწმებს. 

"სურსათის ეროვნული სააგენტოს  ინსპექტირების ჯგუფი,ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე,  საშაურმეში ახორციელებს შემოწმებას. ინსპექტირების ფარგლებში  დაგეგმილია ნიმუშების აღება და კვლევა", - ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.

საშაურმის მფლობელი არჩილ დიდებულიძე კი ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ საშაურმეში ყველაფერი სუფთად კეთდება და მსგავსი შემთხვევა აქამდე არ დაფიქსირებულა. 

"წლებია ვმუშაობთ და მსგავსი შემთხვევა მართლა არ გვქონია. ამ ფაქტს არ ვეთანხმები, რადგან აბსოლუტურად ყველაფერი ახალი შემოდის. იყო სურსათის ეროვნული სააგენტო შეამოწმა ყველაფერი და დაგიმტკიცებთ, რომ ყველაფერი სუფთად და კარგად არის. იმის ფაქტიც არ არის, მართლა მოიწმალნენ ეს ადამიანები თუ არა", - აცხადებს დიდებულიძე. 


close დახურვა