logo
ENG



თბილისში შესვლა-გამოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა

11 მაი 202009:41
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში შესვლა-გამოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა. უკვე დღეიდან მოქალაქეებს კომენდანტის საათამდე შეუზღუდავად შეუძლიათ დედაქალაქიდან გასვლა ან უკან დაბრუნება. ეს ეკონომიკის გახსნის მომდევნო ეტაპია.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 მაისიდან გაიხსნება ჩაკეტილი რუსთავი და გარდაბანი, ხოლო რაც შეეხება მარნეულს, რომელიც ამ დრომდე საკარანტინო ზონად რჩება, 18 მაისიდან გაიხსნება. ქუთაისსა და ბათუმში კი შეზღუდვა 5 მაისს მოიხსნა.


close დახურვა