თბილისში, ვარკეთილში ხის დაცემის შედეგად დაშავებული ქალი დაიღუპა.
როგორც კლინიკა ოპტიმალ მედში ფორმულას უთხრეს, ქალი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.
"სამწუხაროდ, აღმოჩნდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მრავლობითი ტრავმა და 16:30 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი", - აღნიშნეს კლინიკაში.