logo
ENG



თბილსერვისი: მანქანას მარილის მარაგი გაუთავდა და სანამ შეივსებოდა, ბიჭებმა ხელით მოაყარეს

25 თებ 202110:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/25/dx3rjmfw5gvjvgw.png

სოციალურ ქსელში გუშინ, 24 თებერვალს გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები ქუჩებზე ტექნიკურ მარილს ხელით ყრიან. როგორც ფორმულას თბილსერვის ჯგუფში განუცხადეს, ეს ნორმალური პროცესია, რადგან თანამშრომლებმა მარაგის შევსებამდე ქუჩებში საკუთარი ძალებით მოაყარეს ტექნიკური მარილი.

"მარილს ყრიდა მანქანა, კადრში ჩანს, რომ ტექნიკით ხდებოდა მარილის დაყრა. ზუსტად იმ წუთებში, როდესაც ეს ვიდეო არის გადაღებული, მანქანას მარილის დიდი რაოდენობა გაუთავდა და სანამ ის შეივსებოდა, დრო რომ არ დაეკარგათ, ბიჭებმა ასეთი რამ გააკეთეს. წესით ძალიან დასაფასებელია, რადგან მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, წუთებსაც ვუფრთხილდებით", - აცხადებენ თბილსერვის ჯგუფში.

მერიის ინფორმაციით, თბილისის ქუჩებსა და დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, თბილსერვის ჯგუფმა 24 თებერვალს, დაახლოებით, 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა.

 


close დახურვა