logo
ENG



თეა წულუკიანი დანაშაულის პრევენციის ცენტრის გაუქმებას უარყოფს

19 დეკ 201912:17
3 წუთის საკითხავი
 

 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დანაშაულის პრევენციის ცენტრის გაუქმებას უარყოფს და აცხადებს, ის უბრალოდ სხვა ადგილას გადადის და მისი პროგრამების გაძლიერება ხდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტზე საუბრისას, „ფორმულას“ მიერ დასმულ კითხვაზე უპასუხა.

„დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყველა ის სტრუქტურა, რომელიც მოქმედებდა, კიარ უქმდება, არამედ გადადის, უფრო დიდ ორგანიზაციაში, რომელიც არის პრობაციის სააგენტო და ამ დიდ ორგანიზაციას ეწოდება დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების ეროვნული სააგენტო. არავითარი გაუქმება იმ პროგრამებისა, რომელიც ამ ცენტრში მოქმდებდა, არ ხდება. პირიქით, ხდება ამ პროგრამების გაძლიერება და იქმნება რეფერირების ცენტრი“, - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის რამდენიმე დღეში იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

 


close დახურვა