logo
ENG



თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

25 სექ 202421:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/25/mb37ysc24jtyof8.png

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს. ეს მან რეჟისორ გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას თქვა. წულუკიანის ვიდეოს პუბლიკა აქვეყნებს.

"ამ სცენაზე ვარ იმიტომ, რომ უნდა დაგემშვიდობოთ. მე ხვალ მაქვს ბოლო სამუშაო დღე. მე არ ვიცი პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს, ცოტა მოხულიგნოს, ასე რომ ვთქვათ, ენას ჯიბეში რომ არ ინახავს, ეს ხანდახან პრობლემაა... დამიბარეს და მივდივარ, როლიც გაირკვევა ალბათ, რა მაქვს მონიჭებული"- თქვა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა. ის ქართული ოცნების სიის ათეულშია.


close დახურვა