logo
ENG



თეა წულუკიანი მარიონეტების თეატრში იმყოფებოდა

05 მარ 202114:29
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/05/vrlyhv5q51o7gwp.jpg

განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ამჯერად მარიონეტების თეატრში იმყოფებოდა და თეატრის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, "ლევან გაბრიაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს თეატრის სამომავლო გეგმები გააცნო და ის კონკრეტული პროექტები წარუდგინა, რომელთა განხორციელებასაც თეატრი შესაბამისი ხელშეწყობის პირობებში წარმატებით შეძლებს როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე საქართველოში, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის".

კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის შემდეგ წულუკიანის მინისტრის პოსტზე დანიშვნა განიხილება. ეს ინფორმაცია 8 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მაია მენაღარიშვილმა ჟურნალისტებს დაუდასტურა. ინფორმაციის დადასტურების შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატებმა პროფესიით დიპლომატის სპორტისა და კულტურის მინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილება მოიწონეს და განაცხადეს, რომ წულუკიანი სპორტისა და კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებს ეფექტურად გაუმკლავდება. წულუკიანი უკვე რამდენიმე კვირაა, სხვადასხვა თეატრში დადის.


close დახურვა