თეა წულუკიანის ქმარმა ნუგზარ კაკულიამ ტვ პირველის ჟურნალისტს აგინა.
ტვ პირველის ცნობით, ჟურნალისტმა ნუგზარ კაკულიას სატელეფონო კომუნიკაციისას ჰკითხა, როგორ აფასებდა იმ ფაქტს, რომ ფეისბუკზე თეა წულუკიანის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის გამო მოქალაქე ქეთა გაბიანი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს.
პასუხად კი კაკულიამ ჟურნალისტს უთხრა "რა გინდა შე დედამო******, რატო მირეკავ".
საუბრის აუდიო ჩანაწერს ტვ პირველი ავრცელებს.
Facebook-ზე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის გამო მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას წულუკიანი სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
ქეთა გაბიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სიცოცხლით მოსპობით მუქარას გულისხმობს.