უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშივლმა განაცხადა, რომ თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან.
პრემიერის თქმით, მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1 მარტიდან.