სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა, იანვარ-თებრვალში კი - 8.3%-ით.
საქსტატის ცნობით, თებერვალში კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში:
- მშენებლობა;
- განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა;
- ხელოვნება;
- გართობა და დასვენება;
- ტრანსპორტი და დასაწყობება;
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და დამამუშავებელი მრეწველობა.
ზრდა დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორებში.