logo
ENG



თევდორაძე: პატრიოტთა ალიანსი პარლამენტში არ შევა

02 ნოე 202014:42
3 წუთის საკითხავი
 

"პატრიოტთა ალიანსი გაყალბებული არჩევნების შედეგად მოწვეულ პარლამენტში არ მიიღებს მონაწილეობას", - ეს განცხადება პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, გოჩა თევდორაძემ ფორმულასთან გააკეთა. მანვე აღნიშნა, რომ ისინი საპროტესტო აქციებსაც გამართავენ, თუმცა ეს იქნება დამოუკიდებლად და არა დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად.

"ჩვენ, ჩვენს აქტივთან ერთად ჩავატარებთ უკვე ფართომასშტაბიან აქციებს. მოთხოვნა იქნება არჩევნების ბათილად ცნობა და განმეორებითი არჩევნების ჩატარება. 

პატრიოტთა ალიანსი დამოუკიდებლად მართავდა წინასაარჩევნო კამპანიას და არჩევნების შედეგების დაცვასაც მოვახერხებთ დამოუკიდებლად. თუ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ჩვენი მოთხოვნა მსგავსია, ეს ხელისუფლების დამსახურებაა და არა ჩვენი არჩევანი", - ამბობს გოჩა თევდორაძე.  

დღეს, 2 ნოემბერს ევროპულმა საქართველომ განაცხადა, რომ უარს ამბობს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე პარლამენტში შესვლაზე და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს. 

ოპოზიცია აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ არალეგიტრიმურად უნდა იყოს ცნობილი. გუშინ, 1-ლ ნოემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა. აქცია დღესაც არის დაგეგმილი. 


close დახურვა