logo
ENG



თეთრ სახლში მომუშავე პერსონალს პირბადეების ტარება დაევალათ

12 მაი 202013:08
3 წუთის საკითხავი
 

თეთრ სახლში მომუშავე პერსონალს პირბადეების ტარება დაევალათ. თანამშრომლები ვალდებული არიან, სახე ყოველთვის დაფარული ჰქონდეთ, როდესაც ადმინისტრაციის  დასავლეთ ფლიგელში შედიან. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მომსახურე პერსონალის ერთ-ერთ წევრსა და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის პრეს-მდივანს კორონავირუსი დაუდგინდათ. თავად დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ბაღში გამართულ მორიგ პრეს-კონფერენციაზე კვლავ პირბადის გარეშე გამოჩნდა. პრეზიდენტის თქმით, მას ამ ზომის დაცვა არ სჭირდება, რადგან თავი ყველასგან შორს უჭირავს. ბოლო მონაცემებით, კოვიდ 19-ით დაღუპულთა საერთო რიცხვმა შტატებში 81 ათასს გადააჭარბა. 

 


close დახურვა