logo
ENG



თეთრ სახლში შეკრების ფონზე, კიევში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის

18 აგვ 202520:32
3 წუთის საკითხავი
 
2025/08/18/kl8zxe8g1nvut85.png

CNN წერს, რომ ამ წუთებში უკრაინის დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის.

ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში იკრიბებიან, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა უნდა გაიმართოს.

უკრაინული მედიის თანახმად, საჰაერო განგაშის გამოცხადების მიზეზი რუსული MiG-31K-ის აფრენაა. საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ ამის გამო, მთელი უკრაინის მასშტაბით რაკეტების საფრთხეა. 

მედია წერს, რომ რუკის თანახმად, კიევში, ადგილობრივი დროით, 19:20-ზე ჩაირთო სირენების ხმა და შედეგად, უკრაინის ყველა რეგიონი რუკაზე "გაწითლდა".

ევროპელი ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად თეთრ სახლში იკრიბებიან.

ადგილზე უკვე მივიდნენ NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი. 

თეთრ სახლში რამდენიმე წუთში მივლენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.


close დახურვა