თეთრ ცხენზე ამხედრებულმა კიმ ჩენ ინმა წმინდა მთა - პექტუსანი დალაშქრა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ფოტოები სახელმწიფო საინფომაციო სააგენტომ გაავრცელა.
სააგენტოს მიერ გავრცელებულ ტექსტში კი ნათქვამი იყო, რომ ეს მოგზაურობა "ემოციებითა და სიხარულით" იყო სავსე და კიმი მალე „მთელს მსოფლიოს ახალი ამბით გააოცებს." წმინდა მთაზე ცხენით კიმ ჩენ ინი 2017 წელსაც ავიდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი სამხრეთ კორეასთან ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ გააკეთა განცხადება.