logo
ENG



თეთრი სახლი: აშშ ვერ ხედავს რუსეთის განზრახვას ბირთვული იარაღი გამოიყენოს

28 მარ 202301:07
3 წუთის საკითხავი
 
თეთრი სახლი: აშშ ვერ ხედავს რუსეთის განზრახვას ბირთვული იარაღი გამოიყენოს

შეერთებულ შტატებს არ დაუფიქსირებია ნიშნები იმისა, რომ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს ბირთვული იარაღის გამოყენება. ეს განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯონ კირბიმ გააკეთა.

კირბის თქმით, პუტინის განცხადების შემდეგ ბელარუსში ბირთვული იარაღის გადატანის შესახებ, ვაშინგტონს არ დაუფიქსირებია ტაქტიკური ბირთვული იარაღის არც ერთი მოძრაობა ან "მსგავსი".

"ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინახავს რაიმე მინიშნება იმისა, რომ პუტინმა მიიღო რაიმე გადაწყვეტილება, გამოიყენოს მასობრივი განადგურების იარაღი, მითუმეტეს, ბირთვული იარაღი, უკრაინის შიგნით. ჩვენ ვაგრძელებთ ამის მონიტორინგს. და ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ვერაფერს, რაც გვაიძულებს შევცვალოთ ჩვენი სტრატეგიული შეკავების პოზიცია", - აღნიშნა მან.

25 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. პუტინის თქმით, ასეთი ნაბიჯის მიზეზი გახდა დიდი ბრიტანეთის განცხადება, რომ უკრაინას ტანკებისთვის გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემდნენ.

 


close დახურვა