logo
ENG



თეთრი სახლი: ბაიდენი პუტინს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე მორატორიუმს არ დაპირებია

21 თებ 202221:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/21/4br7gorobyuiuxh.png

თეთრი სახლის წარმომადგენელი ამბობს, რომ ჯო ბაიდენი ვლადიმირ პუტინს არ დაპირებია, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე მორატორიუმს გამოაცხადებს. 

მეტიც, აშშ-ს არ შეცვლია ხედვები NATO-ს წევრობასა და ალიანსის გაფართოების პოლიტიკაზე. 

რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე თქვა, რომ ბაიდენს უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე ელაპარაკა და მისგან მიიღო პასუხი, რომ ალიანსი არ გეგმავს, უკრაინა თავის რიგებში "ხვალ მიიღოს" და მეტიც, შესაძლებელია რამე სახის მორატორიუმი, რადგან დასავლეთს მიაჩნია, რომ უკრაინა NATO-ს წევრობისთის მზად არ არის. 

თუმცა, პუტინის თქმით, მისთვის ეს არ არის დათმობა და პირიქით - NATO-ს გეგმების განხორციელებაა. 

"თქვენ თქვენთვის აცხადებთ ამ მორატორიუმს და არა ჩვენთვის".- თქვა პუტინმა ბაიდენის მისამართით. 


close დახურვა