აშშ-ის პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი, ბრაიან დიზი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ინდოეთს რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ აფრთხილებს.
ამერიკის ეროვნული ეკონომიკის საბჭოს ხელმძღვანელის, ბრაიან დიზის თქმით, მოსკოვთან დამატებითი სტრატეგიული თანამშრომლობა ინდოეთის ხელისუფლებას მძიმედ დაუჯდება და ქვეყანას მნიშვნელოვან და გრძელვადიან ზიანს მოუტანს.
„ჩვენი გზავნილი ინდოეთის ხელისუფლების მიმართ ისაა, რომ რუსეთთან უფრო მკაფიო სტრატეგიულ თანამშრომლობის შემთხვევაში მათთვის ფასი და შედეგები მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი იქნება.
ნამდვილადაა ასპექტები, რის გამოც ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ ინდოეთისა და ჩინეთის გადაწყვეტილებებით [უკრაინაში] შეჭრის კონტექსტში“ - განაცხადა ბრაიან დიზმა.
აღსანიშნავია, რომ Bloomberg-ის ინფორმაციით, ინდოეთი რუსული შეიარაღების უდიდესი იმპორტიორია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი ქვეყანამ მოსკოვისთვის სანქციების დაწესებაზე უარი თქვა.