ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღეს ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის სამხედრო მასალისა და საბრძოლო ტექნიკის გაგზავნაში დაადანაშაულა.
თეთრი სახლის განცხადებით, 7 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით რუსეთის დროშის ქვეშ მყოფმა გემმა 1000-ზე მეტი კონტეინერი გადაიტანა ჩრდილოეთ კორეის საბრძოლო მასალის საწყობიდან რუსეთის პორტში, საიდანაც ტვირთი რუსეთის სამხედრო საწყობში გადაზიდეს.
თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ვიზუალური მასალა, რომელიც აშშ-ის თქმით, ამის მტკიცებულებას წარმოადგენს.
"ჩვენ ვგმობთ [ჩრდილოეთ კორეის] ამ სამხედრო აღჭურვილობის რუსეთისთვის მიწოდებას", - უთხრა დღეს ჟურნალისტებს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ.