თეთრი სახლი აღიარებს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება ნაწილობრივ კიევზე ზეწოლის მოხდენას უკავშირდებოდა. განცხადება ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ადმინისტრაციის მოქმედმა ხელმძღვანელმა გააკეთა და ისიც აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი უკრაინას კორუმპირებულ ქვეყნად მოიხსენიებდა. მოგვიანებით მიკ მალვეინმა საკუთარი სიტყვები უარყო და განცხადების ინტერპრეტაციაში მედია დაადანაშაულა. პარალელურად, კონგრესში ევროკავშირში შეერთებული შტატების ელჩი გამოკითხეს. გორდონ სონდლენდის თქმით, ის და მისი კოლეგები იმას აკეთებდნენ, რასაც პრეზიდენტი სთხოვდათ.