logo
ENG



თეთრი სახლის პრესმდივანს კორონავირუსი დაუდგინდა

05 ოქტ 202020:05
3 წუთის საკითხავი
 
c0f1x2biapjztv2.jpg

თეთრი სახლის პრესმდივანს, კაილი მაკკენანს კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც თავად მაკკენანი Twitter-ზე წერს, მას პირველადი ტესტირებით ვირუსი არ გამოუვლინდა, თუმცა მოგვიანებით მან მეორე ტესტი ჩაიტარა, რომელმაც ვირუსი დააფიქსირა.

პრესმდივნის თქმით, ის უსიმპტომო პაციენტია. მაკკენანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდათ.

 

 


close დახურვა