logo
ENG



თეთრი სახლის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა - მძღოლი დაკავებულია

09 იან 202411:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/09/abywkammfbtf2p6.jpg

თეთრი სახლის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა. მძღოლი დაკავებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სპიკერის, ენტონი გულიელმის თქმით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

"მანქანა თეთრი სახლის კომპლექსის გარე ჭიშკარს საღამოს 6 საათამდე შეეჯახა. მძღოლი დაკავებულია. ჩვენ ვიძიებთ შეჯახების მიზეზს", - განაცხადა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სპიკერმა.


close დახურვა