logo
ENG



თელ-ავივის ცენტრში დრონი აფეთქდა - დაიღუპა ერთი ადამიანი

19 ივლ 202412:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/19/qebcqadtxp5esbe.jpg

თელ-ავივის ცენტრში, რამდენიმე ათეულ მეტრში აშშ-ის საელჩოსგან დრონის აფეთქდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა.

დაღუპული 50 წლის კაცია. მისი ცხედარი აფეთქების ადგილიდან რამდენიმე მეტრში იპოვეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ქალაქში აფეთქება "ჩამოვარდნილი საჰაერო სამიზნის" გამო მოხდა, თუმცა ჩამოაგდეს თუ არა ობიექტი - უცნობია.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჰუსიტებმა აიღეს. დაჯგუფების წარმომადგენლის თქმით, იერიშის დროს გამოყენებული იყო ახალი ტიპის დრონი "იაფო". მათივე თქმით, ღაზაში პალესტინელების სოლიდარობის ნიშნად ჰუსიტები ისრაელზე თავდასხმებს გააგრძელებენ.

ისრაელის სამხედროებმა მოგვიანებით განმარტეს, რომ დრონი იდენტიფიცირებული იყო, მაგრამ ადამიანური შეცდომის გამო, საჰაერო თავდაცვა არ გააქტიურებულა და ამიტომ საჰაერო განგაშის სიგნალი არ ჩაირთო.


close დახურვა