თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის და ქურდობისთვის ბრალდებული ი.გ. დამნაშავედ ცნო და მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სიღნაღის რაიონის ქ. წნორში, ი.გ.-მ ანგარებით, განზრახ მოკვლის მიზნით ი.ხ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. ი.გ-მ გარდაცვლილის კუთვნილი 800 ლარი და 1100 ლარის ღირებულების ოქროს ნივთები მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.