logo
ENG



თელავის სოფელ რუისპირში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

27 ოქტ 202101:25
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/27/rtxkmhb3lw5m5me.png

თელავის სოფელ რუისპირში ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი მანქანის შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთ-ერთი მანქანის მძღოლი, მეორე მანქანის მძღოლი და მგზავრი კი, სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ყამბარაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, ექსპერტ-კრიმინალისტები და სამაშველო სამსახური.

ავარიის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება. 


close დახურვა